ნარკოტიკები

არავისთვის საიდუმლო არ იყო ის, რომ კურტი და კორტნი ნარკომანები იყვნენ. თუმცა, ასეთმა გულახდილობამ სკანდალს ჩაუყარა საფუძველი. წყვილს ახსნა-განმარტება არა მარტო პრესის წინაშე, არამედ ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის წინაშეც მოუწია. ეს ორგანიზაცია მათთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევას მოითხოვდა. საბოლოოდ კი მსოფლიოს სრულიად ჯანმრთელი ფრენსისი მოევლინა და წარმოქმნილი სკანდალიც მიწყნარდა.



კობეინი არც ბავშვობაში გამოირჩეოდა ჯანმრთელობით. 13 წლის ასაკში მან პირველად გაუსინჯა გემო მარეხუანას და შემდეგ უფრო სერიოზულ ნარკოტიკებზე, მორფინსა და ჰეროინზე გადავიდა. ამ ნარკოტიკებით იგი მუცლის აუტანელი ტკივილების ჩახშობას ცდილობდა.
„ჩემთვის მარეხუანა საკმარისად ძლიერი არ აღმოჩნდა, ამიტომ უფრო შორს წავედი და გადავიჭერი კიდეც“, - აღნიშნავდა კობეინი.
კურტს თავის დანებება არ გამოსდიოდა, მიუხედავად კორტნის უდიდესი სურვილისა, რომელსაც საკუთარი სიყვარულის გადარჩენა სურდა. მან ამ მიზნის მისაღწევად ბრძოლა გადაწყვიტა. 




კურტი ხვდებოდა რომ ცხოვრება თავზე ენგრეოდა, მაგრამ მას არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო: „როცა ჰეროინის მიღება დავიწყე, მე ვიცოდი, რომ ეს ისეთივე მოსაწყენი იქნებოდა, როგორც მარეხუანა, მაგრამ იგი ჩემს ცხოვრებად იქცა, მე ჰეროინი ჰაერივით მჭირდება“, - ამბობდა კურტი.
ყველაფერთან ერთად კურტი ცეცხლსასროლი იარაღისადმი ლტოლვამაც გაიტაცა - კურტმა ცეცხლასროლი იარაღების შეძენა დაიწყო, კორტნიმ კი ყოველგვარი იმედი დაკარგა.


No comments:

Post a Comment