სამუდამო ნირვანაში გადასვლა...


1994 წლის 8 აპრილს კურტის სახლში ელექტრო მოხელე მივიდა, რათა უსაფრთხოების სისტემა დაემონტაჟებინა. მისტერ სმიტმა რამდენიმეჯერ დარეკა ზარი და იმით გაოგნებულმა, რომ არავინ უპასუხა, სახლს გარშემო შემოუარა. მას ღია ავტოფარეხი და ავტომობილი Volvo დახვდა. ჩათვალა, რომ სახლის მეპატრონეები შინ ელოდნენ. თუმცა, ავტოფარეხშიც არავინ იყო. შემდეგ სმიტი სხვენისკენ მიმავალ კიბეებს აუყვა და მინის უკან გაუნძრევლად მწოლიარე სხეული, იარაღი და დიდი რაოდენობით სისხლი დაინახა...



სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთის შემდეგ მივიდნენ. პროტოკოლი ფორმალურად შედგა, შემთხვევის ადგილზე არავითარი გამოძიება არ ჩატარებულა. 



კურტის გარდაცვალების შემდეგ ლავმა აღნიშნა: „კურტი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, მაგრამ ჩვენ მხოლოდ სამი წელიწადი ვიყავით დაქორწინებულნი და ახლა მე ჩემს ცხოვრებას უნდა მივხედო. ეს არ არის ჩემი ფული. ეს დაწყევლილი ფულია. მე არ მსურს რომ ჩემზე კურტ კობეინის ფულმა იზრუნოს. მე მსურს თავად ვიზრუნო საკუთარ თავზე!“
კორტნი ლავმა ცხოვრება ჩვეულებრივად განაგრძო. იგი ძველებურად სკანდალურია, მოიწყო მსახიობის კარიერა, დაუმეგობრდა ალკოჰოლს და დაუბრუნდა ნარკოტიკებს.

No comments:

Post a Comment