მოზარდობის ხანა



 ”ყოველთვის ვმერყეობდი ორ სურვილს შორის. ერთის მხრივ, მინდოდა, ყველასთვის მეჩვენებინა, თუ რა შესაძლებლობების პატრონი ვიყავი, მეორე მხრივ, ეს საერთოდ არ მსურდა. არის ამაში რაღაც დამაბნეველი. მიხარია, რომ სწორედ ამ დროს მივედი პანკ-როკამდე, რადგან იგი დამეხმარა, განმესაზღვრა ჩემი ღირებულებები და საბოლოოდ გამერკვია, რა ტიპის ადამიანი ვიყავი.” - კურტ კობეინი                                                                  

                  
                                                     

როდესაც თოთხმეტი წელი შეუსრულდა, ბიძია ჩაკმა ელექტრო გიტარა აჩუქა, ათ ვატიანი პატარა გამაძლიერებლით. კურტმა მაშინათვე მიატოვა დასარტყამი ინსტრუმენტები და მთლიანად გიტარაზე გადაერთო.
ერთ კვირაში უკვე უკრავდა გარკვეულ კომპოზიციებს აც/ცდ-ს რეპერტუარიდან. მისი პირველი მასწავლებელი გახდა ჩაკის ჯგუფის მუსიკოსი - უორენ მეისონი.

დაახლოებით ამ პერიოდში კურტმა ჟურნალიდან შეიტყო ისეთი ჯგუფის არსებობის შესახებ, როგორიცაა სეხ პისტოლს. იგი პანკ-როკის იდეამ შეიპყრო. სამწუხაროდ, აბერდინის მუსიკალურ მაღაზიებში არცერთი მსგავსი მიმდინარეობის დისკი არ მოიძებნებოდა, ამიტომ კურტმა თავის ოთახში თვითნებურად დაიწყო ისეთი კომპოზიციების შეთხზვა, რომელიც, მისი აზრით, პანკ-როკს უნდა მგვანებოდა, თავისივე თქმით “სამი აკორდი, ბევრი ყვირილი”. სხვათაშორის, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს აზრი არც ისე შორს იყო ჭეშმარიტებისაგან.
რამოდენიმე წლის შემდეგ, როცა კურტმა, როგორც იქნა, მოისმინა ცლასჰ-ის ალბომი, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული დარჩა, რადგან სრულიად სხვაგვარად წარმოედგინა პანკ-როკი. როგორც შემდეგ იხსენებს, მისი პირველი მუსიკა “ლედ ზეპპელინს წააგავდა, ოღონდ უფრო უხეში იყო. ყველანაირად ვცდილობი, მეტად აგრაესიული მეტად ბოროტი გამეხადა”

No comments:

Post a Comment